აშშ-ის აღმოსავლეთით ქარიშხალ "იდას" მსხვერპლთა რაოდენობა 68-მდე გაიზარდა.
ქარიშხალი "იდა" ლუიზიანის შტატს თავს 28 აგვისტოს დაატყდა, თუმცა ნელ-ნელა ჩრდილო-აღმოსავლეთით შესუსტა. მაგრამ დასუსტებულმა ციკლონმაც კი ჩრდილო-აღმოსავლეთის რეგიონებში წყალდიდობა და ქუჩებისა და სახლების დატბორვა გამოიწვია.
მედიის ცნობით, ნიუ ჯერსის შტატში სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა. ნიუ იორკის შტატში სტიქიას 17 ადამიანი ესმხვერპლა.