ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი მიიჩნევს, რომ "თალიბანის" წარმომადგენლებთან დიალოგი გარდაუვალია და ავღანეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
"ჩვენ ურთიერთობა უნდა გვქონდეს თალიბებთან... საუბარია არა იმაზე, რომ ვაღიაროთ მათი მმართველობა ან მივიღოთ მათი მსოფლმხედველობა... მაგრამ თალიბები გარდაუვალი თანამოსაუბრეები არიან და ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ ჩვენი წარმომადგენლობა ქაბულში", - განაცხადა ბორელიმ.
ბორელი აღნიშნავს, რომ "თალიბანთან" დიალოგის დონე დამოკიდებული იქნება თალიბების მიერ ევროკავშირის პირობების შესრულებაზე. „ევროკავშირი ოთხჯერ გაზრდის ჰუმანიტარულ დახმარებას. ეკონომიკური დახმარების აღდგენა დამოკიდებული იქნება მოქალაქეების, კერძოდ ქალების უფლებების დაცვაზე“, - თქვა ბორელიმ.