მოძრაობა საქართველოსთვის ლიდერი, მერობის კანდიდატი, გიორგი გახარია, "ტვ პირველის" გადაცემა "პოლიტიკურ ამბებში", თბილისის მოქმედ მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრაზე პირველ ვრცელ კომენტარს აკეთებს.
გახარიას თქმით, კალაძესთან შეხვედრა და ინფორმაციის მიწოდება, რომ ის მერობისთვის იბრძოლებდა წარსული ურთიერთობის გამო გადაწყვიტა.
“დილის 11 საათზე, მერიაში, 21-ე სართულზე შევხვდი კახა კალაძეს. ეს იყო პატივისცემა იმ წლების, თანამშრომლობის რაც ჩვენ გვაკავშირებდა, თუმცა ეს შეხვედრა მესამე პირების ჭორაობის საგანი გახდა. გზაში მითხრეს, რომ კალაძეს უთქვამს, ვერ გავიგე, რა უნდოდაო. ალბათ შევცდი, რომ შევხვდი", - თქვა გახარიამ.