ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე დადგება მომენტი, როდესაც ლეტალობის ინდექსი ქვეყანაში მკვეთრად დაიკლებს, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენი კლინიკა ემსახურება მძიმე და კრიტიკულ პაციენტებს, როგორც ახალშობილებს, ასე ორსულებს და ლეტალობის ინდექსი გვაქვს 5,1%-ი.
ასე არ არის, რომ რეანიმაციაში მძიმე პაციენტი მოკვდება, ის ვერ გავა რეანიმაციიდან, ეს არის ცრუ ინფორმაცია. არ ვიცი, ვის აწყობს ამის თქმა და რატომ ძაბავს მოსახლეობას. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენი კლინიკა ემსახურება მძიმე და კრიტიკულ პაციენტებს, როგორც ახალშობილებს, ასე ორსულებს და ლეტალობის ინდექსი, ჩვენდა საბედნიეროდ, გვაქვს 5,1%. ამ ლეტალობაში იგულისხმება, რომ ექიმებმა ყველაფერი გავაკეთეთ, რათა პაციენტი გადაგვერჩინა. არა მარტო ამ პანდემიის პერიოდში, არამედ წინა პერიოდშიც ვაკეთებდით ყველაფერს, მაგრამ პაციენტები გვეღუპებოდნენ, რადგან დგებოდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მდგომარეობა, რისი მართვაც ექიმებს არ შეგვეძლო. იმის თქმა, რომ covid-19-ით მძიმე პაციენტები მასობრივად იღუპებიან ჩვენს ქვეყანაში, არის მცდარი, რადგან ამის უამრავი მაგალითი გაქვს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე დადგება მომენტი, როდესაც ლეტალობის ინდექსი ქვეყანაში მკვეთრად დაიკლებს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.