საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა, "ქართული ოცნება" შარლ მიშელის დოკუმენტს დაუბრუნდეს, განაცხადა, რომ ეს გამორიცხულია.
პრემიერმა "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას დოკუმენტზე ხელმოწერის შესახებ, ფარსი და ტყუილი უწოდა.
"გამორიცხულია, "ქართული ოცნება" შარლ მიშელის შეთანხმებას არ დაუბრუნდება. ეს ხელმოწერა "ნაცმოძრაობის" მხრიდან არის ფარსი და ტყუილი. ეს შეურაცხყოფაა ჩვენი პარტნიორების. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ სიტუაცია დამშვიდებულიყო, ოპოზიცია პარლამენტში არ შემოდიოდა, იყო ვაჭრობა, ბაზარში რომ არის ხოლმე ისეთი. თუმცა, ამის მიუხედავად ჩვენ ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს. ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გავაკეთეთ. ხელშეკრულება ვალიდური მხოლოდ მაშინ იქნებოდა, თუკი ორივე მხარე მოაწერდა მას ხელს, თუმცა ასე არ მოხდა და ჩვენ გადავწყვიტეთ ანულირება მოგვეხდინა ამ დოკუმენტის, თუმცა ყველა ის რეფორმა გაგრძელდება, რაც იქ იყო მოცემული“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.