საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის წევრები დღეს ისევ შეიკრიბებიან.
ჯგუფი ამჟერადაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესზე იმსჯელებს. ერთ-ერთი წინადადებით, ცესკოს ხელმძღვანელის პოსტზე პრეზიდენტმა სამი კანდიდატი უნდა წარადგინოს, მათგამ ერთს კი საარჩევნო კომისიაში შემავალი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აირჩევენ.
დღევანდელ შეხვედრაზე ჯგუფის წევრები საკრებულოში წევრების რაოდენობის შესახებაც ისაუბრებენ. რაც შეეხება ბარიერს, ამ საკითხის განხილვა "ალიანსი საქართველოსთვის" წევრებსა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანიას თანაგუნდელები მერის არჩევნებში კვლავ 50 %-იანი ბარიერის დაწესებას მოითხოვენ, ხელისუფლება კი მისი 30 %-ით განსაზღვრის საკითხს აყენებს.