2021 წლის 23 აგვისტოს მაისს მსოფლიო კიდევ ერთი უჩვეულო ასტრონომიული მოვლენის მომსწრე გახდა, რასაც "ლურჯ მთვარეს" უწოდებენ.
სახელწოდების მიუხედავად ამ ფაზაში მთვარე სულაც არ იღებს ლურჯ შეფერილობას. მოვლენა, რომელიც ლურჯი მთვარის სახელით არის ცნობილი, ასტრონომიულ სეზონში მოქცეული 4 სავსე მთვარიდან რიგით მესამეა.
ასეთ მოვლენა მაშინ ხდება, როდესაც დედამიწა, მთვარე და მზე ერთ ხაზზე არიან განლაგებული, რის შედეგადაც მზის შუქით გაჩახჩახებული მთვარე ცის კაბადონზე სრული სისავსით წარმოჩინდება.
ვარაუდობენ, რომ შემდეგი "ლურჯმთვარეობა" 2023 წლის 30 აგვისტოს არის მოსალოდნელი.
ლურჯი მთვარე ფოტოგრაფებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღბეჭდეს.
მადრიდი, ესპანეთი
ნიუ იორკი, აშშ
თესალონიკი, საბერძნეთი
რომი, იტალია
კანზას-სიტი, აშშ
ედირნე, თურქეთი
მოსკოვი, რუსეთი
სან პაულუ, ბრაზილია