გაერთიანებულმა სამეფომ, სერგეი სკრიპალისა და ალექსეი ნავალნის საქმეებთან დაკავშირებით, სანქციები დაუწესა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) 7 თანამშრომელს. იტყობინება ბრიტანეთის ფინანსთა დეპარტამენტი.
სანქციები დაუწესდათ:
გენერალ კირილ ვასილიევს - ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის კრიმინალისტიკის ინსტიტუტის დირექტორი;
გენერალ-პოლკოვნიკ ალექსეი სედოვს - უსაფრთხოების სამსახურის კონსტიტუციური წყობის დაცვისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსი;
სტანისლავ მაკშაკოვს - კრიმინალისტიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე;
ალექსეი ალექსანდროვსა და ივან ოსიპოვს - კრიმინალისტიკის ინსტიტუტის თანამშრომლები;
გენერალ-მაიორ ვლადიმირ ბოგდანოვს - ფედერალური სამსახურის სპეციალური ტექნოლოგიური ცენტრის დირექტორი;
ვლადიმირ პანიაევს - ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა 2020 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ ბრიტანეთი პარტნიორებთან ერთად მუშაობს სანქციების დაწესებაზე რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით.
კრემლის მწვავე კრიტიკოსის, ოპოზიიონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მოწამვლიდან ერთ წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირმა კვლავ მოუწოდა რუსეთს, ნავალნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამჭვირვალე და მიუკერძოებელი გამოძებისკენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ განცხადებაში პოლიტიკოსთან დაკავშირებულ ინციდენტს დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა, რომლის მიზანი იყო რუსეთის დისკრედიტაცია.
მანამდე, ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.