ოპოზიციური პარტიების მერობის საერთო კანდიდატი ლანჩხუთში პოლიტიკური გაერთიანება "ტრიბუნას" წევრი, უფლებადამცველი ლია მუხაშავრია იქნება.
ლია მუხაშავრიას კანდიდატურას მხარს უჭერენ "ევროპული საქართველო", "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო", "ზურა ჯაფარიძე - გირჩი" და "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო".
"დღეს გვინდა, ჩვენს ლანჩხუთელებს ოფიციალურად ვაუწყოთ, რომ მათ ჰყავთ ჩემი სახით მერობის კანდიდატი. ექვსი წელია, ვცხოვრობ აქ და ძალიან მინდა, ამ ქალაქს ოდნავ მაინც შეეტყოს განსხვავებული მართვის სტილი და პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება, როდესაც მერი იქნება ქალი, ამ ქალაქის გულშემატკივარი", - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.