ავღანეთი საქართველოს კიდევ ორმა მოქალაქემ დატოვა. ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ამჟამად გერმანიაში იმყოფებიან.
როგორც საქართველოს პირველ არხს ერთ-ერთმა მათგანმა განუცხადა, ისინი ბრიტანულ კომპანიაში მუშაობდნენ და ნატო-ს ბაზამდე მათი გადაყვანა ამერიკულმა მხარემ უზრუნველყო.
საქართველოს მოქალაქის ინფორმაციით, ნატო-ს ბაზიდან ისინი ჯერ ტაშკენტში, ხოლო შემდეგ გერმანიაში გადაიყვანეს, საიდანაც ვარშავაში გადავლენ და საქართველოში უახლოესი რეისით გამოემგზავრებიან.
შეგახსენებთ, 18 აგვისტოს, საქართველოს ექვსმა მოქალაქემ, უნგრული ბორტით, ავღანეთი დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა.