ცნობილი ავღანელი ქალი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის შაბნამ დოურანის განცხადებით, მას ოფისში შესვლის უფლება არ მისცეს და გააფრთხილეს, რომ მუშაობას თავი დაანებოს. ამის შესახებ დოურნმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ჟურნალისტის ვიდეომიმართვა ავღანური ტელეკომპანია TOLO News-ის მმართველმა მირაქა პოპალმა "ტვიტერში" გამოაქვეყნა.
"თალიბანმა ნება არ დართო ჩემს კოლეგას, ცნობილ ტელეწამყვან შაბრან დოურანს, რომ მუშაობა გაეგრძელებინა", - დაწერა პოპალმა სოცილურ ქსელში.
ვიდეომიმართვაში თავად შაბრან დოურანი ამბობს, რომ მას სურდა რეჟიმის ცვლილების შემდეგ, სამსახურში წასულიყო, მაგრამ ოფისში არ შეუშვეს, მაშინ როდესაც, მისი მამაკაცი კოლეგები შეუფერხებლად შედიოდნენ შენობაში.
"გამაფრთხილეს, რომ მუშაობის გაგრძელება არ შემიძლია, რადგან რეჟიმი შეიცვალა. აქ ჩვენ სერიოზული საფრთხე გვემუქრება. თუ მსოფლიოს ხალხებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ესმით ჩემი ხმა, ყველას ვთხოვ, დაგვეხმარონ, რადგან ჩვენს სიცოცხლეს დიდი საფრთხე ემუქრება", - ამბობს დოურანი.