ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი აშრაფ ღანი ოჯახთან ერთან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება. ინფორმაცია მოკლე შეტყობინებით დაადასტურა საამიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრომ.
"არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრო და საერთაშორისო თანამეგობრობა ადასტურებს, რომ ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა პრეზიდენტი აშრაფ ღანი და მისი ოჯახი მიიღო“, - ნათქვამია შეტყობინებაში.
კვირას, 15 აგვისტოს, თალიბანმა დაიკავა ქაბული და შედეგად ხელში ჩაიგდო ძალაუფლება მთელ ქვეყანაში. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი რამდენიმე საათით ადრე საზღვარგარეთ გაიქცა და თავისი ქმედება ძალადობისა და სისხლისღვრის თავიდან არიდების სურვილით ახსნა.