17 აგვისტოს, ქაბულში რუსეთის ელჩი დმიტრი ჟირნოვის „თალიბანის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
ჟირნოვის განცხადებით, შეხვედრაზე ნათელი გახდა, რომ საელჩოს საქმიანობას არავითარი დაბრკოლება არ შეექმნება.
მისივე თქმით, შეხვედრამ კონსტრუქციულ და პოზიტიურ გარემოში ჩაიარა.
"შეხვედრა მქონდა ქაბულში თალიბანის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. მათ განაცხადეს, რომ მოძრაობა "თალიბანს" ყველაზე მეგობრული და კარგი დამოკიდებულება რუსეთს მიმართ აქვს. მათ ასევე დაადასტურეს საელჩოს უსაფრთხოების გარანტიები", - თქვა ჟირნოვმა.
რუსეთის ელჩი ასევე აღნიშნავს, რომ ქაბულში "თალიბანის" შესვლის შემდეგ, საკმაოდ მშვიდი ვითარებაა.
"არ ჩანს ეთნიკური წმენდის ან ანგარიშსწორების ნიშნები იმათ მიმართ, ვინც ყოფილი რეჟიმის ერთგული იყო, - თქვა დიპლომატმა.
ამ დროისთვის, რუსეთი არ ჩქარობს თალიბანის ავღანეთის ლეგიტიმურ მმართველ ძალად ცნობას და აცხადებს, რომ ინკლუზიური მთავრობის ფორმირების მომხრეა.