კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯანსტინ ტრუდომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ განაცხადა.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 სექტემბერს დაინიშნა, დაგეგმილზე დაახლოებით 2 წლით ადრე.
49 წლის პოლიტიკოსმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ "კანადელებმა უნდა აირჩონ, როგორ უნდა დავასრულოთ პანდემიასთან ბრძოლა".
ცენტრისტული ლიბერალური პარტიის ლიდერმა თქვა, რომ „ვადამდელი არჩევნები არის აუცილებელი, რათა ამომრჩეველმა ხმა მისცეს წინსვლის გზას ასეთ გადამწყვეტ მომენტში".
მანამდე ჯასტის ტრუდო კანადის გენერალ-გუბერნატორს მერი სიმონს შეხვდა და პარლამენტის დათხოვნა სთხოვა
კანადაში საპარლამენტო არჩევნები ბოლოს 2019 წლის ოქტომბერში ჩატარდა.