ექსტრემისტული დაჯგუფება "თალიბანის" მიერ გარშემორტყმულ ქაბულში, შარიათის კანონის ამოქმედების მოლოდინში, სარეკლამო პოსტერებს ფარავენ.
ავღანეთის საინფორმაციო სააგენტოს Tolo News-ის ხელმძვანელმა, ლოფტულაჰ ნაჯაიზადამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, როგორ ფარავს კაცი ქაბულის ერთ-ერთი შენობის კედელზე გამოსახულ სარეკლამო პოსტერს.
ცოტა ხნის წინ "თალიბანის" მებრძოლები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შევიდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფების წარმომადგენლები მოლაპარაკებებს მართავენ ხელისუფლებასთან, რათა ძალაუფლება დროებით მთავრობას გადაეცეს.