ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, "თალიბანმა" ხელში ჩაიგდო ავღანეთის ბალხის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი, ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი მაზარ-ი-შარიფი.
ავღანეთის სიდიდით მეოთხე ქალაქის დაკარგვით პრეზიდენტ აშრაფ ღანის მთავრობა სრულად კარგავს კონტროლის ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილზე.
ცოტა ხნით ადრე, "თალიბანის" მებრძოლებმა დაიპყრეს ავღანეთის სიდიდით მეორე და მესამე ქალაქები - ყანდაარი და ჰერათი.
მაზარ-ი-შარიფის დაპყრობის შესახებ პირველი ცნობა "თალიბანის" ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაიბულაჰ მოჯაჰიდმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მისი ცნობით, მებრძოლები აკონტროლებენ ყველა ადმინისტრაციული უწყების შენობას.
ავღანეთის უმნიშვნელოვანესი ქალაქების დაპყრობის შემდგომ, თალიბანის სამიზნე დედაქალაქი ქაბული იქნება.
20-წლიანი სამხედრო ყოფნის შემდეგ, შეერთებული შტატებისა ნატო-ს ჯარები საბოლოოდ გადიან ავღანეთიდან. ავღანეთიდან დასავლეთის გასვლის კვალდაკვალ, თალიბანი სულ უფრო და უფრო მეტ ტერიტორიაზე ამყარებს კონტროლს.
ბოლო ინფორმაციით, თალიბანი აკონტროლებს ავღანეთის 34 პროვინციიდან 21 პროვინციას.