ამერიკის შეერთებული შტატების სენატში რესპუბლიკელთა ლიდერი მიჩ მაკკონელი, ავღანეთიდან საერთაშორისო ძალების გაყვანის ფონზე, თალიბანის მიერ ტერიტორიების დაპყრობას ეხმიანება.
სენატორმა მაკკონელმა შექმნილი ვითარება ვიეტმანის ომის დროს "საიგონის სამარცხვინო დაცემას" შეადარა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდა, მეტი სამხედრო დახმარება გაუწიოს ავღანეთის სამთავრობო ძალებს.
მაკკონელის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაციის სტრატეგიამ სიტუაცია "დიდ უხერხულობად და გლობალურ საგანგებო ვითარებად" აქცია.
"გარდა ამისა, 11 სექტემბრის თავდასხმიდან 20 წლისთავი ალ-ყაიდამ და თალიბანმა შესაძლოა ქაბულში ამერიკის საელჩოს დაწვით აღნიშნონ", - დასძენს სენატორი განცხადებაში.
საიგონის დაცემა
1975 წლის 30 აპრილს ჩრდილოეთ ვიეტნამის არმიამ სამხრეთ ვიეტმანის დედაქალაქი საიგონი აიღო. საქალაქო ბრძოლებისას დევნილები აშშ-ს საელჩოს შენობას თავშესაფრის სათხოვნელად მოაწყდნენ. აშშ-მ საელჩოს თანამშრომლებისა და მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია შვეულფრენებით მოახერხა. ქალაქის აღების შემდეგ ჩრდილოეთ ვიენტნამის საჯარისო ფორმირებებმა მასობივი რეპრესიები და დევნა წამოიწყო.