ექსტრემისტული დაჯგუფების, "თალიბანის" მებრძოლებმა სამხრეთ ავღანეთში მდებარე ზაბულის პროვინციის დედაქალაქი ქალათი დაიპყრო. იტყობინება Associated Press-ი.
ზაბულის პროვინციის მმართველი საბჭოს ხელმძღვანელის, ატაჯან ჰაკბაიანის განცხადებით, ქალათი მთლიანად თალიბანის მიერ კონტროლდება, ადგილობრივი ხელისუფლება კი ქალაქს შორიახლოს მდებარე სამხედრო ბანაკში აფარებს თავს და ევაკუაციისთვის ემზადება.
გარდა ამისა, ურუზგანის პროვინციის საკონმდებლო ორგანოს ორი წევრის განცხადებით, თალიბანის მებრძოლებმა შეუტიეს და ალყაში მოაქციეს ურუზგანი დედაქალაქი ტარინკოტი.
ბოლო ინფორმაციით, თალიბანი აკონტროლებსა ავღანეთის სულ მცირე 15 პროვინციას, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით ორი მესამედია.