ექიმი, რომელიც გეტყით რომ არ აიცრათ, მოსთხოვეთ დაგიწეროთ რატომ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე, ერთ-ერთი შეკითხვის პასუხისასა განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ექიმი პაციენტს ეუბნება, რომ არ აიცრას, ამის მიზეზი უნდა არსებობდეს.
შეკითხვის ავტორმა მოიყვანა მაგალითი, როდესაც ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში აცრაზე დარეგიტრირებულ მოქალაქეს, ალერგიულობის მიზეზით, ექიმმა ურჩია, აცრა არ გაეკეთებინა. პაატა იმნაძის განმარტებით, თუ ვაქცინას ინსტრუქციაში კონკრეტული უკუჩვენება არ უწერია, მისი გაკეთება ადამიანისთვის დასაშვებია.
პაატა იმნაძის თქმით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით ყველა ექიმს ჩატარებული აქვს ტრენინგები და გამოთქვა გაკვირვება იმის გაამო, რომ მედიკოსები „მითიურ ალერგიებს იშველიებბენ“.
„ჩაუწეროს ექიმმა, რა მიზეზით ეუბნება უარს აცრაზე. დამერწმუნეთ, ამას მერე არ იტყვიან, რადგან საკუთარ არაკომპეტენტურობას გამოავლენენ, რომ ბავშვობაში რომ ჭინჭრის ციება ჰქონდა ადამიანს, ამიტომ ეუბებიან აზრაცე უარს. სრული უფლება აქვს პაციენტს, მოსთხოვს ექიმს ჩანაწერის გაკეთება, რატომ არ უნდა აიცრას. შემდეგ რეგულირების სააგენტო შეისწავლის კონკრეტულ შემთხვევას", - განაცხადა იმნაძემ.