ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს გამოკითხულთა 61% არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა - ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.
კითხვაზე – ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, გამოკითხულთა 61-მა პროცენტმა განაცხადა, რომ მიიღებდა მონაწილეობას. 18 პროცენტი აცხადებს, რომ ალბათ მიიღებდა. 10 პროცენტი ნამდვილად არ მიიღებდა მონაწილეობას, ექვსი პროცენტი კი ალბათ არ მიიღებდა.
2020 წლის აგვისტოსთან შედარებით, 10 პროცენტით არის შემცირებული იმ რესპონდენტთა მაჩვენებელი, რომლებიც აცხადებდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდნენ.
NDI-ს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.