ექსტრემისტული ისლამისტური დაჯგუფება "თალიბანის" მიერ ავღანეთის სულ უფრო მეტი ტერიტორიის დაპყრობის ფონზე, გერმანიის მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ავღანეთი. შესაბამისი შეტყობინება ქაბულში გერმანიის საელჩს "ტვიტერზე" გამოქვეყნდა.
დიპლომატიური მისია აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის გერმანიის მოქალაქეებისათვის საკონსულო დახმარების გაწევის შესაძლებლობები "უკიდურესად შეზღუდულია".
ბოლო კვირების განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა ასევე მოუწოდეს თავიანთ მოქალაქეებს სასწრაფოდ დატოვონ ავღანეთი, ხოლო საფრანგეთმა ან ინდოეთმა უკვე განახორციელეს სარეპატრიაციო ფრენები.
ავღანეთიდან საერთაშორისო ჯარების გაყვანის გადაწყვეტილების შემდეგ, თალიბანმა დაიპყრო ქვეყნის უმეტესი ნაწილი.
12 აგვისტოს მოძრაობამ გამოაცხადა, რომ მან აიღო კონტროლი ქალაქ ღაზნიზე, ქვეყნის სამხრეთ -აღმოსავლეთით ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრზე. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი მდებარეობს ქაბულიდან 150 კილომეტრში.