გიორგი გახარია იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ ვერ შეძლო "ქართული ოცნებისთვის" ხმების წართმევა, - ასე ეხმიანება"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი ექსპრემიერ გიორგი გახარიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართულ ოცნებას" ლეგიტიმურობის პრობლემა თვითმმართველობის არჩევნებში 50%-ის მიღების შემთხვევაშიც კი შეექმნება.
"ეს, რა თქმა უნდა, არ არის სერიოზული, ეს არის იმედგაცრუება გიორგი გახარიას მხრიდან, ვინაიდან ამ კვლევამაც დაადასტურა ჩვენი ანალიზი, რომ 3-4% აქვს წაღებული გახარიას პარტიას "ქართული ოცნებიდან".
ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე, რომ ჩვენი ამომრჩევლები დავიბრუნოთ უკან. ეს იმედგაცრუება ამ პარტიას ერთის მხრივ გააჩნია იქიდან, რომ აღარ არსებობს მიშელის შეთანხმება, არის ანულირებული და ის ფუნქცია, რომელიც ამ პარტიას ჰქონდა, რომ რამენაირად დაეზიანებინა და ჩამოეწია "ქართული ოცნების" მოწონება 43%-ს შინაარსი აღარ აქვს. მეორე მხრივ ისინი ხედავენ, რომ მცდელობა, რასთან დაკავშირებითაც ბიძინა ივანიშვილსაც მოუწია განცხადების გაკეთება, რომ ეს პარტია ცდილობდა "ქართული ოცნების" ხმებზე პარაზიტობას და ნახეს, რომ ამან დიდად ვერ დააზიანა, ეს არის იმედგაცრუების გამოძახილი”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.