2010 წლის მონაცემებით, რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩის იახტა "ეკლიპსი" მსოფლიოში უდიდესი და უძვირესია. "ეკლიპსი" 533 ფუტი სიგრძისაა. მისი მაქსიმალური სიჩქარე 25 კვანძს შეადგენს.
"ეკლიპსის" ღირებულება 1.2 მილიარდი ამერიკული დოლარია, რაც სხვა იახტებთან შედარებით ყველაზე მეტია. საფეხბურთო კლუბ ლონდონის "ჩელსის" მფლობელ აბრამოვიჩის იახტას აქვს ვერტმფრენის ორი დასაჯდომი, 11 სასტუმრო ოთახი, 2 საცურაო აუზი და საცეკვაო დარბაზი. იახტა აღჭურვილია გერმანული უახლესი თავდაცვითი სისტემით.
მეორე ადგილზე გაერთიანებული ემირატების მმართველ შეიხ მუჰამედ რაშიდ ელ-მაკტუმის იახტა "დუბაია". მისი სიგრძე 2 ფუტით ნაკლებია აბრამოვიჩის იახტაზე და 531 ფუტს შეადგენს. მაქსიმალური სიჩქარე 26 კვანძია. "დუბაის" მთლიანი ღირებულება 300 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
მესამე ადგილზე ომანის სულთანის იახტა "ალ საიდია". მისი სიგრძე 508 ფუტია, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 25 კნავძს შეადგენს.
ხუთეულში მოხვდა საუდის არაბეთის სამეფო იახტა (სიგრძე 482 ფუტი, სიჩქარე 22 კვანძი) და 1865 წელს, ინგლისის დედაქალაქ ლონდონში აშენებული ეგვიპტის მაშინდელი მეფის იახტა, რომლის სიგრძე 478 ფუტია, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 16 კვანძს შეადგენს.