იაპონიის ქალაქს ჰიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოგდებიდან 76-ე წლისთავი აღნიშნეს.
ღონისძიებზე სიტყვით გამოვიდა ქალაქის მერი, რომელმაც მსოფლიო ლიდერებს ბირთვული იარაღის მოსპობისკენ მოუწოდა.
"ბირთვული იარაღი, რომელიც ომების მოსაგებად გამოიგონეს, სრულ მოსპობას გვიქადის, რასაც ბოლოს მოვუღებთ თუ ერები თანამშრომლობისთვის გავერთიანდებით", - განაცხადა მერმა კაზუმი მაცუიმ.
1945 წლის 6 აგვისტოს, დილის 08:15 საათზე აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავმა ჰიროსიმაში ჩამოაგდო ატომბური ბომბი, რომელმაც მიწასთან გაასწორა 350-ათასიანი ქალაქი. ჰიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოგდებას 140 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.
სამი დღის შემდეგ, ატომური ბომბი ჩამოაგდეს ქალაქ ნაგასაკში, რომელსაც 75 ათასი ადამიანი შეეწირა.
ატომური დაბომბვიდან მალევე იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა, რითაც დასრულდა მეორე მსოფლიო ომი.
ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვები კაცობრიობის ისტორიაში ბირთვული იარაღის სამხედრო გამოყენების ერთადერთ შემთხვევად რჩება. შეტევა განხორციელდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ მეორე მსოფლიო ომის დასკვნით ეტაპზე.