მუზეუმიდან არის გატანილი არაერთი ექსპონატი და ამ ექსპონატების სახელობითი სია დაიდება სექტემბრის ბოლოს, მანამდე კი, მინისტრის თქმით, გასაგებია, რომ ვიღაცებს ყვირილი მოუნდებათ, - განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხელოვნების მუზეუმის გარშემო მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას.
მისი თმით, შალვა ამირანაშვილის მუზეუმი ბოლო 15-20 წლის მანძილზე, მე არ მომერიდება, კიდევ ერთხელ გამოვიყენებ ამ სიტყვას, გამოიშიგნა.
„მე ხანდახან მიჩნდება განცდა, რომ იმ თანამშრომლებს, რომლებიც ძალიან ბევრს ყვირიან, აქვთ გარკვეული შიშები, იმიტომ, რომ ინვენტარიზაცია არ არის მარტივი პროცესი. სექტემბრის ბოლოს ჩვენ ამ ინვენტარიზაციის შედეგებს წარმოგიდგენთ თქვენ, საზოგადოებას, სწორედ ეს არის ჩვენი გამჭვირვალობა და გამჭვირვალობის მაგალითი. ეს მუზეუმი, ათეული წლები თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ბატონი დავით ლორთქიფანიძის მმართველობის პირობებში იყო გამოწვევა და დღესაც არის. ჩვენ ვმუშაობთ ერთად იმისთვის, რომ ეს გამოწვევა დავძლიოთ“, - აღნიშნა კულტურის მინისტრმა.
მისი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში ეს მუზეუმი მუდმივად იყო დახურული, დღეს ის ღიაა, გამჭვირვალეა და ინვენტარიზაციის პროცესი ყველა ფონდში მიმდინარეობს. ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ მუზეუმიდან არის გატანილი არაერთი ექსპონატი და ამ ექსპონატების სახელობითი სია დაიდება სექტემბრის ბოლოს, მანამდე კი, მინისტრის თქმით, გასაგებია, რომ ვიღაცებს ყვირილი მოუნდებათ.