საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტიდან ქართული ოცნების გამოსვლას მიესალმება.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ის, რომ 2024 წლამდე საქართველოს ვერ იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ეს წერია საქართველოს კონსტიტუციაში.
„მე ძალიან მიხარია, რომ „ქართული ოცნება“ და ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ რეჟიმს. კონსტიტუცია ამბობს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება ოთხ წელიწადში ერთხელ. ამას სხვაგვარად ამბობდა შარლ მიშელის დოკუმენტი, რომლიდანაც ჩვენ გამოვედით და მე ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.