ესპანეთის "ბარსელონას" და არგენტინის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა, სახელგანთქმულმა ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ კატალონიური კლუბი "ბარსელონა" დატოვა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იტყობინება.
ლიონელ მესიმ უარი თქვა ბარსელონასთან კონტრაქტის განახლებაზე.
"მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონა" და ლიონელ მესი შეთანხმდნენ და ორივე მხარეს ჰქონდა მკაფიო განზრახვა, ახალი კონტრაქტისთვის ხელის მოწერისა, ამას შეუძლებელს ხდის ფინანსური და სტრუქტურული დაბრკოლებები(ესპანეთის ლიგის რეგულაციები).
ამ სიტუაციის შედეგად, მესი აღარ დარჩება "ბარსელონაში". ორივე მხარე ღრმა სინანულს გამოთქვამს, რომ ფეხბურთელისა და კლუბის სურვილები საბოლოოდ ვერ განხორციელდება. "ბარსელონა" გულითად მადლობას უხდის ფეხბურთელს კლუბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მას ყოველივე საუკეთესოს უსურვებს მომავალში მის პირად და პროფესიულ ცხოვრებაში
მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა ფეხბურთელმა, ექვსი "ოქროს ბურთის" მფლობელმა მესიმ ბარსელონაში 20 წელი გაატარა.