თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალშია.
ნახევარფინალში ქართველმა სპორტსმენმა ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე ანგარიშით 6:3 დაამარცხა.
მანამდე პეტრიაშვილმა ეგვიპტელი დიაელდინ აბდელმოტალები, მეოთხედფინალში კი ჩინელი ჯივეი დენგი დაჯაბნა.
ამ დროისთვის, საქართველოს ანგარიშზე ორი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. ოქროს მედლები ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვეს.