18 ნოემბერს, 14:00 საათზე, ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, გაეროს რეზოლუციაზე დაყრდნობით 2009 წლის ნოემბრის თვის მესამე კვირა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა დღედ გამოაცხადა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება.
შეხვედრის ფარგლებში აკადემიის სტუდენტებისთვის, რომლებიც მომავალი პოლიციელები არიან, გაიმართება სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ფილმის ,,ერთი წამი" პრეზენტაცია, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება. ფილმში ასახულია საქართველოში საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებული პრობლემები და მასში ნაჩვენებია კონკრეტული ადამიანების ისტორიები, რომელთაც საკუთარ თავზე გადახდათ ავტოსაგზაო შემთხვევა.
შეხვედრის მე-2 ნაწილში სპეციალური დანადგარის საშუალებით, რომელიც კომპანია BP-ის კუთვნილებაა, უსაფრთხოების ღვედების გამოყენების აუცილებლობის დემონსტრირება გაიმართება.
გლობალური მონაცემებით ყოველ დღე მსოფლიოში ავტო-საგზაო შემთხვევების შედეგად 3000 ადამიანი იღუპება, მათ შორის 500 მცირე წლოვანი ბავშვია
ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღჱპა-2279, ხოლო დაშავდა-23 496 ადამიანი;
25 წლამდე ახალგაზრდების სიკვდილის გამომწვევ მიზეზთა შორის ავტოსაგზაო შემთხვევა პირველ ადგილზეა.