ნიუ იორკის გენერალური პროკურატურის გამოძიებამ დაადგინა, რომ შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომომ სექსუალურად შეავიწროვა რამდენიმე ქალი. ნათქვამია პროკურატურის გამოძიების ანგარიშში, რომელიც საზოგადოებას ნიუ იორკის გენერალურმა პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა გააცნო.
ნიუ იორკის გენერალური პროკურორის ლეტიცია ჯეიმსის განცხადებით, ენდრიუ კუომო ავიწროებდა შტატის ადმინისტრაციის ყოფილ და ამჟამინდელ თანამშრომელ ქალებს. ასევე, რამდენიმეს, რომლებიც არ მუშაობდნენ ადმინისტრაციაში.
ლეტიცია ჯეიმსის თქმით, გუბერნატორმა დაარღვია შტატისა და ფედერალური კანონები.
გამოძიების ანგარიშის თანახმად, კუომო დაკავებული იყო "არასასურველი და თანხმობის გარეშე შეხებით" და აკეთებდა სექსუალური შინაარსის კომენტარებს ქალების მისამართით.
ამასთან, ანგარიშში აღნიშულია, რომ მსგავსი ქმედებებით, გუბერნატორი ქმნიდა "მტრულ სამუშაო გარემოს ქალებისთვის".
გამომძიებლები გაესაუბრნენ 179 პირს და განიხილეს ათასობით მტკიცებულება, რომელმაც დახატა "სექსუალური შევიწროების უკიდურესად შემაშფოთებელი და მკაფიო სურათი".
კუომო უარყოფს ყოველგვარ ბრალდებას სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით, თუმცა თებერვალში გამოქვეყნებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ "შესაძლოა, იგი რამდენიმე ქალთან მომაბეზრებელი ფლირტით იყო დაკავებული".
გასულ წელს გუბერნატორი კუომო რამდენიმე ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში.