თურქეთის პრეზიდენტის, რეჯებ ტაიპ ერდოღანის განკარგულებით, თურქეთის რამდენიმე პროვინცია, სადაც ჯერ კიდევ ებრძვიან გამანადგურებელ ტყის ხანძრებს, კატასტროფის ზონებად გამოცხადდა.
კატასტროფის ზოენებად გამოცხადდა ანტალიის, მუღლას, მერსინის, ადანასა და ოსმანიეს პროვინცები.
ერდოღანმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს ხანძრის შედეგად დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად.
ტყის ხანძრები კვლავ მძვინვარებს თურქეთის ექვს პროვინციაში. ზემოაღნიშნული ტერიტორიების გარდა, ხანძარი კვლავ აქტიურია კაისერის პროვინციაში.
თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრის თქმით, "ხანძრებთან ბრძოლაში არის პოზიტიური დინამიკა". მისივე თქმით, 60 ცეცხლის კერა უკვე არის "კონტროლის ქვეშ".
ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ერდოღანის თქმით, გამოძიება ერთ-ერთ ვერსიად საბოტაჟს განიხილავს.