თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს მიმდებარე რაიონებში ტყის ხანძრები უკვე რამდენიმე დღეა მძვინვარებს.
ხანძრის შედეგად დაღუპულია 4 ადამიანი. ათობით მოქალაქე ჰოსპიტალიზებულია. დაახლოებით 500 ადამიანი დარჩა თავშესაფრის გარეშე.
მძვინვარე ხანძრები თურქეთის ტურისტულ სანაპირო ქალაქებს ემუქრება. მედიის ინფორმაციით, ხელისუფლება რამდენიმე ქალაქიდან მოსახლეობისა და ტურისტების ევაკუაციას ახდენს.
როგორც იუწყებიან კურორტ მარმარისში არსებული სასტუმროებიდან ტურისტების ევაკუაცია უკვე მოახდინეს. ჯერჯერობით ტურისტები რჩებიან საკურორტო ქალაქ ანტალიაში.
ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება ერთდროულად სხვადასხვა ლოკაციაზე ტყეში ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით.
ტყის ხანძრების ჩაქრობა ქვეყნის სხვადასხვა რაიონში გრძელდება. მოგიწოდებთ დაელოდოთ გამოძიების შედეგებს. ამ დროისთვის ადგილზე არიან მთავრობის წევრებიც. ყველა რესურსი მიმართულია იმისკენ რომ ტყის ხანძრების ლოკალიზაცია და ჩაქრობა მოხდეს", - განაცხადა ერდოღანმა.
გამოძიება ერთ-ერთ ვერსიად საბოტაჟს განიხილავს.
ხანძრის ლოკალიზებაში ჩართულია ვერტმფრენები, რომელიც ამ დროისათვის ხანძართან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ იარაღად რჩება.
ფოტო: Anadolu Agency