საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.
ლაშა ბექაურმა (90 კგ) ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა და კარიერაში პირველ ოლიმპიადაზე, პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველ ძიუდოისტს გამარჯვებას ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი
"პირველი ოქრო! ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია! ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა. ვულოცავ ლაშას და მთელ საქართველოს!", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.