ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია, ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ეხმაურება 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით.
ბოკერიას თქმით, ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების ეს განცხადება ერთიმხრივ ადასტურებს, რომ მათ უმძიმესი მდგომარეობა აქვთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერის თვალსაზრისით, ხოლო მეორემხირვ ცხადყოფს რომ მათ სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ ახლა მნიშვნელოვანია ამ სახიფათო რეჟიმის დამარცხება თვითმმართველობის არჩევნებზე, რათა ისინი იძულებულები გახდნენ დანიშნონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
„ეს მორიგი უტიფარი განცხადება ივანიშვილის რეჟიმის წარმოადგენლების ადასტურებს პირველი იმას, რომ პანიკაში არიან და აცნობიერებენ, რომ უმძიმესი მდგომარეობა აქვთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერის თვალსაზრისით, უფრო სწორედ, იკვრება კონსენსუსი მათ წინააღმდეგ. მეორე, კიდევ ერთხელ აჩვენებს ყველას, ქვეყნის შიგნით და გარეთ მათ სახეს, რომ მათ სიტყვას ნული აქვს ფასი.
რაც ყველაზე უფრო მთავარია, ეხლა ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ უნდა დავამარცხოთ ეს სახიფათო ჩვენი ქვეყნისთვის და სამარცხვინო რეჟიმი თვითმმართველობის არჩევნებზე და მათ მოუწევთ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ამ რეჟიმს და ივანიშვილს ესმით მხოლოდ საზოგადოების ძალის და საერთაშორისო წნეხის, ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ ქვეყნის შიგნით მოქალაქეების მხრიდან წნეხი მათზე ამ არჩევნების შედეგით, რასაც მოყვება შემდეგ თავისუფალი სამყაროს წნეხი და რაც მიგვიყვანს იმ ამოცანამდე, რასაც ვადამდელი არჩევნები და ამ ძალის ჩამოშორება ჰქვია ხელისუფლებიდან.“ - განაცხადა ბოკერიამ.