ლაშა ბექაური (90 კგ) ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალშია.
ქართველმა ძიუდოისტმა, რომელიც ევროპის მოქმედი ჩემპიონია ოლიმპიადის ნახევარფინალში რუს მიხაელ იგოლნიკოვს შეხვდა და მეტოქე ერთი ვაზარით დაამარცხა.
ბექაურმა პირველ წრეში პოლონელი კუჩერა, მეორე შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელი კოჩმანი დაამარცხა, ნახევარფინალის საგზურისთვის ბრძოლაში კი უზბეკ ბობონოვს მოუგო.