შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენტმა ევროკავშირში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე კარიერული დიპლომატი მარკ გიტენშტეინი წარადგინა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
გიტენშტეინი 2009-2012 წლებში რუმინეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობას იკავებდა.
გარდა ამისა, ბაიდენმა ესპანეთსა და ანდორაში ამერიკის ელჩად ჯულისა რეინოსო პანტალეონი წარადგინა, რომელიც ამ დროისთვის, პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის აპარატის უფროსის თანამდებობას იკავებს. ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს, იგი ურუგვაიში აშშ-ის ელჩად მუშაობდა.
შეერთებული შტატების ელჩი ბენინის რესპუბლიკაში პატრიცია მაჰონი წარდგენილია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე.
ჯო ბაიდენმა გაეროს ვენის ოფისსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აშშ-ის წარმომადგენლად ლორა ჰოლგეიტი წარადგინა.
ბაიდენის მიერ წარდგენილი კანდიდატურები სენატმა უნდა დაამტკიცოს.