თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ოპოზიციდან ელენე ხოშტარია იქნება.
ოპოზიციის ნაწილი ხოშტარიას ოფიციალურად დღეს წარადგენს. დღესვე დაასახელებენ თბილისის მერისა და ვიცე მერის კანდიდატებსაც.
გარდა ამისა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვიცე მერობის კანდიდატი იქნებოდა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თუმცა, ის ჩვენთან ამ ინფორმაციას უარყოფს, მაგრამ ადასტურებს, რომ ვიცე მერი სწორედ მისი პარტიიდან დასახელდება.