საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ბოდიში მოიხადა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ რუკაზე ყირიმის ნახევარკუნძულის უკრაინისგან სასაზღვრო ხაზით გამოყოფის გამო. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
მისი განცხადებით, რუკაზე, სადაც ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის შემადგენლობაში იყო მოთავსებული, შეცდომა უკვე გამოსწორდა.
"როგორც კი შევიტყვეთ ამ შეცდომის შესახებ, დაუყოვნებლივ დავუკავშირდით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობას. მათ ბოდიში მოიხადეს შეცდომისთვის. ამ დროისთვის შეცდომა გამოსწორებულია", - წერს კულება სოციალურ ქსელში.
რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია 2014 წლის მარტში მოახდინა.