საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგა ბოკერიას განცხადებით, "ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ტირძნისიდან მოზარდების გატაცებით ჩადენილი დანაშაული ოკუპანტ რუსეთს ძვირად დაუჯდეს".
"საქართველოს ხელისუფლება ყველა ასპექტზე ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენა ოკუპანტ რუსეთს მაქსიმალურად ძვირად დაუჯდეს", - განაცხადა ბოკერიამ აშშ-საქართველოს ქარტიის ფარგლებში შექმნილი დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, მაიკლ პოზნერთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი განმარტებით, ქვეყნის ხელისუფლება ძალისხმევას არც მოზარდების დროულად გათავისუფლებისთვის დაიშურებს.
მან მაიკლ პოზნერს მადლობაც გადაუხადა იმ პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებისთვის, რომელიც მას მოზარდების უსაფუძვლო დაკავებასთან დაკავშირებით აქვს.