აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მაიკლ პოზნერის შეფასებით, ტირძნისელი მოსწავლეების გატაცების საფუძველი არ არსებობდა.
ამის შესახებ პოზნერმა აშშ-საქართველოს ქარტიის ფარგლებში შექმნილი დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ გიგა ბოკერიასთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ ვიზიარებთ იმ მწუხარებას, რომელსაც გატაცებულ მოზარდებთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობა განიცდის. მიგვაჩნია, რომ მათი დაკავების საფუძველი არ არსებობდა", - განაცხადა პოზნერმა.
ამასთან, მისი განმარტებით, აღნიშნულ კონტექსტში მოზარდების დაუყოვნებლივ გათავისუფლება უნდა მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ ტირძნისიდან გატაცებული მოზარდები უკვე მე-13 დღეა ტყვეობაში რჩებიან.