ღარიბაშვილმა თქვა, რომ მე არ დავიცავ თბილისი პრაიდის ღია მსვლელობას არც ერთ ლოკაციაზეო, მე ეს გამიხარდა. მან ხალხი შეიცოდა, - განაცხადა "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების" თავმჯდომარემ, გურამ ფალავანდიშვილმა, პოლიციის მთავარი სამმართველოს დატოვების შემდეგ.
მისი თქმით, 5 ივლისს პრემიერმა ღარიბაშვილმა ამერიკისა და ევროპის ზეწოლის მიუხედავად, უარი თქვა იმ ადამიანების დაცვაზე, რომლებიც "თბილისი პრაიდის" მსვლელობას აპირებდა.
"ამერიკის დეპარტამენტმა მოითხოვა ჩვენი დაკითხვა. ეს განცხადება იმიტომ კეთდება ამერიკიდან, რომ საქართველოში ლგბტ დიქტატურა დამყარდეს.
ჩემი სახლიდან ჩხრეკის დროს, მხოლოდ მობილური ტელეფონები ამოიღეს, სადაც მიმოწერა იყო შეხვედრების მობილიზებასა და მოწოდებაზე. არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოუღიათ. მე ბევრჯერ ცხარედ მიკამათია, მაგრამ არასოდეს შევხებივარ ხელით ჟურნალისტებს, არც ვაპირებ ამას და არც არავის მოვუწოდებ ამისკენ. მაგრამ ამ საელჩოებმა და ჟურნალისტებმა ხალხი იქამდე მიიყვანეს, რომ გაამწარეს და ამიტომ მოხდა ასეთი გაუთვალისწინებელი რამ.
როდესაც ღარიბაშვილმა თქვა, რომ მე არ დავიცავ თბილისი პრაიდის ღია მსვლელობას არც ერთ ლოკაციაზეო, მე ეს გამიხარდა. მან ხალხი შეიცოდა, რომ არ ყოფილიყო მსხვერპლი. ღარიბაშვილმა ხალხზე იზრუნა და არავის დაძალებით ეს არ გააკეთა,"- აცხადებს გურამ ფალავანდიშვილი.