გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შეერეთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტი იმყოფება.
ანგელა მერკელი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ ჯო ბაიდენს პირისპირ ხვდება. მოგვიანებით, გაიმართება გაფართოებული შეხვედრა, რომელსაც ორი ქვეყნის მაღალი რანგის თანამდებობის პირებიც დაესწრებიან.
მანამდე ანგელა მერკელი შეხვდა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტის რეზიდენციაში, აშშ-ის საზღვაო ობსერვატორიაში გაიმართა. ჰარისის ოფისმა შეხვედრა შეაფასა როგორც "პოზიტიური და გულწრფელი".
ვიზიტის ფარგლებში ანგელა მერკელს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ბალტიმორში მდებარე უნივერსიტეტში გაიმართა, ანგელა მერკელმა ყურადღება გაამახვილა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის როლზე, რომელსაც იგი ასრულებს კორონავირუსის პანდემიის მიმდინარეობისას.
თავის მხრივ, უნივერსიტეტის დელეგატებმა შეაქეს ანგელა მერკელი. უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, რონალდ დანიელსმა აღნიშნა, რომ მერკელი იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე მსოფლიო ლიდერთაგან, რომელმაც საწყის ეტაპზევე გააცნობიერა პანდემიის მზარდი საშიშროება.
ანგელა მერკელის ვიზიტი სავარაუდოდ იქნება მისი ბოლო ოფიციალური ვიზიტი შეერთებულ შტატებში, კანცლერის რანგში.