18 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
სააკაშვილი შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს, ვიქტორ იუშჩენკოს, რომელთან ერთადაც 19 ნოემბერს კიევში საქართველოს საელჩოს ახალი შენობის გახსნას დაესწრება. ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას.