შინაგან საქმეთა სამინისტრო, "TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ახალ დეტალებს ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ შუალედური ქიმიური ექსპერტიზის მიხედვით, მის სისხლში აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება და შესაძლოა გარდაცვალების მიზეზი იყოს ზედოზირება.
" ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები. (მორფინი, კოდეინი, ტეტრაჰიოკარაბინოლი, გაბაპენტინი) ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შეიძლება გამხადარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება,"- ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ჭელიძის განცხადებით ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე გამოძიების ფარგლებში 200-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა, დაიკითხა 110 პირი, დათვალიერებულია 65 ვიდეოსათვალთვალო კამერა.