კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი საზოგადოებას მოუწოდებს დაელოდონ ექსპერტიზის პასუხებს, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ უნდა შეწყდეს აგრესია საქართველოში იმ ადამიანების მიმართ ვისაც აღლუმის ჩატარება არ სურს.
"კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ პაციენტს გაწერამდე ტომოგრაფია ჩაუტარდა და მისი გაწერა იყო შესაძლებელი, ამის შემდეგ გადაცემაშიც იყო და ურთიერთობდა კოლეგებთან.
სირცხვილია, რასაც ტელევიზიები ასაღებდნენ თითქოს ოპერატორი მოკლა ხელისუფლებამ. თითქოს ეს ოპერატორი მოკლა ილია მეორემ ეს არის სირცხვილი. დაველოდოთ ექსპერტიზის შედეგებს და შევწყვიტოთ პროვოკაციებში მონაწილეობა.
ჩვენ უნდა ავაშენოთ ქვეყანა ისე, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის შეწყდეს. ასევე უნდა შეწყდეს აგრესია ქვეყანაში უმრვალესობის მიმართ, რომლებიც თვლიან რომ რუსთაველზე აღლუმი არ უნდა ჩატარდეს.
ჟურნალისტებს გთხოვთ, ნუ მაშინებთ ევროკავშირის ელჩით,"- თეა წულუკიანი.