სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი "ტვ პირველის" ჟურნალისტის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმიანება.
"ქართველი ჟურნალისტის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება, მას შემდეგ, რაც ამ კვირის დასაწყისში ბრბომ სცემა, უკიდურესად შემაშფოთებელია საქართველოს ყველა მეგობრისთვის, მათ შორის ჩემთვის. დემოკრატიის პირობებში უმცირესობები დაცულია; მედია დაცულია; სიტყვის თავისუფლება დაცულია - ეს ევროატლანტიკური ღირებულებებია. არც ერთი ინსტიტუტი ან ორგანიზაცია არ არის ამ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული", - წერს ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში.