"ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
გარდაცვალების მიზეზი უცნობია, თუმცა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, ის დედამ დილით ლოგინში იპოვა გარდაცვლილი და მას ცხვირიდან სისხლდენა აღენიშნებოდა.
გარდაცვალების მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს ექპერტიზა.
შეგახსენებთ, რომ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს რადიკალური ჯგუფების მიერ "სირცხვილიას" ოფისის დარბევისას ძალადობის მსხვერპლი გახდა. ის კლინიკიდან 8 ივლისს გაწერეს.