შეერთებული შტატების პრეზიდენ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ესაუბრა რუსეთიდან მოქმედი კრიმინალების დაჯგუფების შესახებ, რომლებიც გამოსასყიდის მიზნით კიბერთავდასხმებს ახორციელებენ ამერიკასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებზე.
"პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა უნდა იმოქმედოს ამ დაჯგუფებების საქმიანობის აღკვეთის მიზნით. პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები მიიღებს ყველა საჭირო ზომას საკუთარი ხალხისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად", - ნათქვამია განცხადებაში.