ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, ველურ ბუნებაში გიგანტური პანდების პოპულაციამ 1800-ს მიაღწია, შესაბამისად, სახეობას გადაშენების საფრთხე აღარ ემუქრება. ამის შესახებ ჩინეთის ეკოლოგის მინისტრმა განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, გიგანტურ პანდებს ახლა ნაკლებად საგანგაშო კატეგორია - "დაუცველი" მიენიჭათ.
გიგანტური პანდების პოპულაციის გაზრდა შესაძლებელი გახადა სახეობის დაცვის გრძელვადიანმა პროგრამებმა, მათ შორის პანდის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება და მისთვის საკვებად მნიშნველოვანი ბაბმუკის ნარგავების გაფართოება.
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი ჯერ კიდევ 2016 წელს იტყობინებოდა, რომ პანდებს გადაშენების საფრთხე არ ემუქრებოდათ და ისინი "დაუცველი სახეობების" კატეგორიაში გადაიყვანა. თუმცა, იმ დროს პეკინი არ ეთანხმებოდა ამ გადაწყვეტილებას და მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთიც და ბუნების დაცვის კავშირიც კლასიფიკაციისთვის ერთსა და იმავე კრიტერიუმებს იყენებდნენ, პანდა ჩინეთში კვლავ გადაშენების საფრთხის წინ მყოფ სტატუსს ინარჩუნებდა.
ჩინეთში პანდა ეროვნულ საგანძურად ითვლება.