რუსთაველის გამზირზე, სოლიდარობის აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიციის მოწოდების დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.
მაჩალიკაშვილი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ის იმ 32 პირს შორისაა, რომელიც გუშინ აქციაზე დააკავეს.
მაჩალიკაშვილის ადვოკატის თქმით, გუშინ ღამით, აქციის მიმდინარეობისას, ჩიტაძის ქუჩის კუთხის მიმდებარედ ძალადობრივი ჯგუფები ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და ამავდროულად, მალხაზ მაჩალიკაშვილს აყენებდნენ შეურაცხყოფას.
ადვოკატის ცნობით, მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ კანონი არ დაურღვევია და მოლოდინი აქვს, რომ სანქციის გარეშე გაათავისუფლებენ.